"ერთი თხოვნა მაქვს კიდევ და უნდა ვთქვა აუცილებლად, ყველამ, აქ სრულიად საქართველოს ბინადარი დამიჭერს მხარს, ეს ფეიერვერკები, რომელიც ატრიბუტია სიხარულის, ბედნიერების, ღმერთმა გაამრავლოს და ყველა კარგად ამყოფოს, და საზეიმო განწყობა შეუნარჩუნოს სუყველას, მაგრამ, ის ხმაური და იმ დროს ხმაური, არის საშინელება, პატარა ბავშვების ოჯახებისათვის, დაავადებული ადამიანებისათვის და ხმაური ვირუსზე უარესია რომ იცოდეთ, ხმაური უფრო დიდ დისკომფორტს იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული სითხის ვიბრაციის გამო. საშინელება არის ეს. ამიტომ მე მინდა ასეთი წინადადება შემოვიტანო, თუ მაინც და მაინც აღსანიშნია ეს დალოცვილი დღე, ღმერთმა კარგად გამყოფოთ სუყველანი, 12 საათიდან ნუ დაიწყებთ ამ შაშხანების სროლას კაცო, ეს იქნება 10 საათზე მოახდინოთ, სადამდე ნორმალური ადამიანები გადადიან ძილის პერიოდში, სადაც ოჯახში პატარა ბავშვები ჰყავთ, და მოვუწოდებთ ყველას, რომ სკოლის მოწაფეებმა უნდა დაიძინონ, არც ვაძინებთ, ვაღვიძებთ, უბედურებაა, ცხოველები კიდევ ხომ სასწაულ დღეში არიან ამ ხმაურთან დაკავშირებით, ეს კიდევ ცალკე თემაა. იქნებ გამკაცრების ნაწილში ეს იყოს გამოყოფილი ცალკე თავად, ეს არის ჩემი თხოვნა, წინადადება და ამაში სრულიად საქართველოს ყველა ბინადარის მხარდაჭერა მაქვს, ეს იცოდეთ სუყველამ.
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტებზე, რომელიც ხმაურის დონის ინდექსის განსაზღვრასა და კონტროლს ეხება.