ვიდრე ბილბორდებზე არ ჩავენაცვლეთ ზურაბიშვილს, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ| კობახიძე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილს არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა,ერთადერთი, სადაც მას მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი - ამბობს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას და კიდევ ერთხელ ახსენებს მას, ვისი დამსახურებითაა პრეზიდენტი:

"იმის გამო, რომ ნული ქარიზმა აქვს სალომე ზურაბიშვილს, თქვენ გახსოვთ რამხელა პრობლემები გადაგვხდა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯერ პირველ ტურში, მერე მეორე ტურში. ვიდრე ბილბორდებზე არ ჩაენაცვლნენ ოცნების ლიდერები სალომე ზურაბიშვილს, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ." თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი ვერ გადააყენა. მმართველ პარტიას იმპიჩმენტი ჩაუვარდა. ისინი გუშინდლიდან ზურაბიშვილს "ნაცმოძრაობის პრეზიდენტად" მოიხსენიებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი