პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა

გამოქვეყნდა:

პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა. ბიძინა ივანიშვილის სოფელთან  პოლიციის ეკიპაჟები დგანან და მედიას პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. "მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტმა ადგილზე მყოფ პოლიციელებს ჰკითხა, რა მიზეზით არ ეძლევა ჭორვილაში შესვლის საშუალება, ან ვინ არის პასუხისმგებელი პირი, რომელიც მედიას აკრძალვების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, თუმცა პოლიციელები ტრადიციულად დუმილს ამჯობინებენ. 

ადგილზე სხვა კრიტიკული მედიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ენმ დღეს თბილისიდან ჭორვილას მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავს, ჟურნალისტებიც სწორედ ამ აქციის გადასაღებად იმყოფებიან ადგილზე.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი