უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის კანონპროექტი

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადამ პირველი მოსმენით კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.

კანონპროექტს მხარი 260-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 15, ორმა თავი შეიკავა, ხოლო 17-მა ხმა არ მისცა.

უკრაინის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს რეკომენდაციით მოამზადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი