ტეილორ სვიფტის პირადი დაცვა ისრაელში ბრუნდება, რათა ქვეყნის არმიას შეუერთდეს | მედია

გამოქვეყნდა:

მომღერალ ტეილორ სვიფტის პირადი დაცვა ისრაელში ბრუნდება, რათა ქვეყნის არმიას შეუერთდეს. ინფორმაცია ამ კვირაში გავრცელდა დღეს კი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული დაადასტურა. 

სამინისტროს მიერ მართულ X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ პოსტში წერია "ტეილორ სვიფტ, გპირდებით, რომ მის მსგავსს ვერასდროს იპოვით". პირადი დაცვის ვინაობა არ სახელდება.

დაახლოებით 360 000 რეზერვისტი გამოიძახეს ისრაელის არმიაში 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ. ბევრი მათგანი საზღვარგარეთიდან ისრაელის მთავრობის მიერ მოწყობილი სპეციალური ფრენებით დაბრუნდა სამშობლოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი