ხმაური და დაპირისპირება ჭორვილასთან - მსვლელობის მონაწილეებს "ოცნების" აქტივისტები დახვდნენ. სოფელი სამართალდამცველების ალყაშია მოქცეული. ოლიგარქის მშობლიურ სოფლამდე მისასვლელი ყველა გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი.
მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მსვლელობაა, რომელთა მიზანიც ოლიგარქის სახლამდე მისვლა და არაფორმალური მმართველობის გაპროტესტება იყო. გარდა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისა, სოფელში არ უშვებენ არც მედიის წარმომადგენლებს.