ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი" საქართველოს ხელისუფლებას აქებს, ქართულ საზოგადოებას კი "რევანშისტულ განწყობებში" ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის "ხელმძღვანელი", ალექსეი ვარზიევი საქართველოს ხელისუფლებას აქებს, თუმცა ქართულ საზოგადოებას "რევანშისტულ განწყობებში" ადანაშაულებს. რუსეთის მარიონეტი ამბობს, რომ "მიუხედავად ოფიციალური თბილისის მშვიდობისმოყვარე რიტორიკისა", ქართულ საზოგადოებაში იზრდება "რევანშისტული განწყობები, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნების შესახებ, რასაც დასავლეთი აქტიურად უწყობს ხელს".

„მიუხედავად ოფიციალური თბილისის მშვიდობისმოყვარე რიტორიკისა, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ დაბალანსებულ პოზიციას იცავს და ეფუძნება რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების თავიდან აცილებას, ქართულ საზოგადოებაში იზრდება რევანშისტული განწყობები, რასაც დასავლეთი აქტიურად უწყობს ხელს. უფრო მეტიც, ვაშინგტონისა და ბრიუსელის აშკარა ზეწოლა საქართველოს ხელმძღვანელობაზე იზრდება. მიზანი აშკარაა - აიძულოს თბილისი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გახსნას“, - განაცხადა მარიონეტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი