"მჯერა რომ საქართველოს მთავრობა გამოიჩენს თავშეკავებულობას და პრაგმატიზმს... მათთვის ომი დღეს მომგებიანი ვერ იქნება" | ბჟანია

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან "თავშეკავებასა" და "პრაგმატიზმს" მოელის. 

საუბარია ზელენსკის იმ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. 

ბჟანიამ ზელენსკის "კავკასიაში კიდევ ერთი სისხლისმღვრელი" ომის მოწყობის სურვილში დასდო ბრალი და თქვა, რომ უკრაინა კონფლიქტის არეალის გაფართოებას ცდილობს, რათა დამატებითი არასტაბილურობა შექმნას რუსეთის გარშემო.

"ეს განცხადებები [უკრაინის პრეზიდენტისგან] აჩვენებს, რომ ზელენსკისა და მის უკან მდგომ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს, რომ გააფართოოს კონფლიქტის მონაწილეთა არეალი და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი სარტყელი რუსეთის გარშემო... მე მჯერა, რომ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა გამოიჩენს თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს. მე არ ვფიქრობ რომ მათთვის ომი დღეს მომგებიანი იქნება", - ამბობს ბჟანია. 

მისივე მტკიცებით, ამგვარ განცხადებებს ზელენსკი რეგულარულად აკეთებს და მასზე "დასავლეთი ნაკლებ ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი აფხაზეთთან მიმართებაში მსგავს შეხედულებებს იზიარებენ". 

გამოცემა Interfax-ის ცნობით, ბჟანიამ თქვა, რომ აფხაზეთი მუდმივად აძლიერებს მის თავდაცვით შესაძლებლობებს. 

ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ძალების პორტის აშენებასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხის გაცემისას ბჟანიამ თქვა, რომ "ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსება აფხაზეთის ინტერესებს შეესაბამება".
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი