
რუსეთის ქალაქ ყაზანში რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა დააკავეს. მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ კი უფლებამოსილი ორგანოებისთვის უცხოური აგენტების რეესტრში ჩასართავად საჭირო დოკუმენტების არწარდგენა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კურმაშევას შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარედგინა, რათა ის „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეეყვანათ. კურმაშევას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.