19 მილიონი ყოფილ მაღალჩინოსნებს - ინტერნეტიზაცია ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე

გამოქვეყნდა:

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ყოფილი "ჩინოვნიკი" ხელისუფლებისგან კიდევ 10 მილიონს მიიღებს. ხელსიუფელბამ ქვეყანის ინტერნეტიზაციას ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად ბიუჯეტს დაავალა. 

ბიძინა ივანიშვილი ხალხს უფასო ინტერნეტს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაპირდა, თუმცა ახლა სახელმწიფო კომპანია "ოუფენ ნეტმა" ყოფილი სახელმწიფო მოხელის კომპანიას 10 მილიონიანი ხელშეკრულება ტენდერის გარეშე პირდაპირ გაუფორმა. სულხან ზუმბურიძემ წლის ბოლომდე ოზურგეთის რაიონში ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი უნდა გაიყვნაონს, თუმცა ამისთვის ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფის" ნაცვლად ფულს ბიუჯეტიდან გადავიხდით.

კომპანია, რომელიც მილიონობით ლარს მიიღებს ყველაზე მაღალანაზღაურებად ყოფილ მაღალჩინოსანს სულხან ზუმბურიძეს ესკუთვნის, ის საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და ყოველთვიურად თითქმის 30 000 ლარს იღებდა. "რადიო თავისუფლების" გამომძიებელმა ჟურნალისტბმა შეისწავლეს ზუმბურიძის ქონებრივი დეკლარაცვია. მხოლოდ 5 წელში, თითქმის 1,5 მლნ ლარის ანაზღაურება სახელმწიფო კომპანიისგან მიიღო. ზუმბურიძემ 2018 წლეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მან მალევე დააფუძნა კომაპნია " პარვუს ჯგუფი" და მხოლოდ
ბოლო ორ წელში მისმა კომპანიამ 19 მილიონის სახელმწიფო შესყიდვბა მიიღო, მათგან 14 მილიონი პირდაპირი შესყიდვაა.

ზუმბურიძეს "მთავარი არხი" მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა, გვინდოდა გაგვერკვია, როგორ შეძლო მაღალჩინოსნის კომპანიამ მილიონობით ლარის პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება და უკავშირდებოდა თუ არა მის კავშირებს "ქართულ ოცნებასთან", ზუმბურიძემ პირდაპირ ინტერვიუზე უარი გვითხრა, მეილზე გაგზავნილ კითხებზე კი ზოგადი პასუხი გაგვცა, ბიზნესმენმა უარყო "ქართულ ოცნებსთან" კავშირი.

"მთავარი არხი" დაინტერესდა, რატომ გაუფორმა ყოფილ მაღალჩინოსანს სახელმწიფომ პირდაპირი ხელშეკრულება, ამიტომ მივედით კომპანია "ოფენ ნეტის" ოფისში, სადაც კარი არ გაგვიღეს.  მხოლოდ ის გვითხრეს, რომ კომპანიაში სამუშაო საათების დროს პასუხისმგებელი პირი არ იყო.

აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა  საბჭოს  საქმიანობა ზუმბურიძის თავმჯდომარეობის დროს შეისწავლა, დადგინდა, რომ მისი მმართველოსბის პერიოდში კოპანიამ 76 მილიონით იზარალა, ასევე წესების დარღვევით 12 მილიონის პრემიები გასცა, გარდა ამისა არაკვალიფიციური კომპანიები იმარჯვებდნენ ტენდერებში და მხოლოდ 5 დღეში სატელეფონო ზარებში 29 ათასი ლარი დახარჯა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი