2023 წლის სახაროვის პრემია მაჰსა ამინსა და ირანულ ქალთა მოძრაობას გადაეცა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა 2023 წლის სახაროვის პრემია მაჰსა ამინსა და ირანულ ქალთა მოძრაობას "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლებას" გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, 2023 წლის 13 დეკემბერს გაიმართება.

"16 სექტემბერს ერთ წელი გავიდა ირანში ჯინა მაჰსა ამინის მკვლელობიდან. ევროპარლამენტი ამაყად დგას იმ მამაცი და შეუპოვარი ადამიანების გვერდით, რომლებიც განაგრძობენ ირანში თანასწორობისთვის, ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც ციხიდანაც კი განაგრძობს "ქალების, სიცოცხლის და თავისუფლების" მხარდაჭერას. აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის სახელობის პრიზის ლაურეატებად მათი არჩევით ევროპარლამენტს ახსოვს მათ ბრძოლა და პატივს მიაგებს ყველას, ვინ თავისუფლებისთვის უმაღლესი საფასური გადაიხადა“, - განაცხადა  EU-ს პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც "მორალის პოლიციამ" დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის. მისმა გარდაცვალებას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ძალადობრივად შლიდა. 

მისი გარდაცვალების წლისთავზე ირანის ბევრ ქალაქში უშიშროების ზომები გაძლიერდა. რამდენიმე ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები. თეირანში, ასევე დიდი ქალაქებში, როგორებიცაა მაშჰადი და შირაზი, 15 სექტემბერს შედგა დემონსტრაციები, რომლის მონაწილეები არ დაემორჩილნენ აკრძალვებს და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: "სიკვდილი დიქტატორს!," "ქალი, სიცოცხლე თავისუფლება." 

ცნობისთვის, სახაროვის პრემიაზე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის ECR Groupს-ს მიერ ნინო ლომჯარია და "ქართველი ხალხი აზრის თავისუფლებისთვის" იყო წარდგენილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი