ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, 7 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.
გალანტის სიტყვებით, ისაა პასუხისმგებელი ამ ომში გამარჯვების მოპოვებაზეც.
"მე ვარ პასუხისმგებელი თავდაცვის უწყებაზე. მე ვიყავი პასუხისმგებელი ამაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის იმ რთული ინციდენტის დროსაც და მე ვარ პასუხისმგებელი ბრძოლაში წარმატების მიღწევაზეც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ისრაელის ძალები იქნებიან "ზუსტი და მომაკვდინებელი" და ისინი მისიას შეასრულებენ.