სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენების დაწყება 2024-ის ივლისიდანაა მოსალოდნელი, აეროპორტის ამოქმედება კი იმავე წლის დეკემბერშია დაგეგმილი - ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთის ბიუჯეტში აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო სახსრები არ არის, ამიტომ ყველაფერი ინვესტორის ხარჯზე გაკეთდება.
რუსული სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები კერძო ინვესტორის ხარჯზე ორ ეტაპად განხორციელდება, ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების მოზიდვის გარეშე.