საიდუმლო მოსმენა პარლამენტში - გრიგოლ ლილუაშვიულის მოხსენების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" სხდომა დახურა და დეპუტატები სუს-ის უფროსს ახლა კითხვებს მედიის დასწრების გარეშე უსვამენ. მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ჩვეულ სტილში ილაპარაკა ყველაფერზე, ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი პრობლემის გარდა. ლილუაშვილმა ფაქტობრივად არაფერი თქვა რუსეთზე და მისი ყურადღების ცენტრში ძირითადად პოლიტიკური ოპონენტები და მათთან ბრძოლა იყო.