
აშშ-ში, კოლორადოს შტატში, პოლიციამ დამკრძალავი ბიუროდან გახრწნის პროცესში მყოფი 189 ცხედარი აღმოაჩინა, რომლებსაც მაცივრის გარეშე ინახავდნენ.
როგორც BBC წერს, აღნიშნული დამკრძალავი ბიურო ხალხს "მწვანე" დაკრძალვის ცერემონიებს სთავაზობს, რაც ცხედრის ბალზამირებისა და ყველანაირი ნივთიერების გამოყენების გარეშე დასაფლავებას გულისხობს.
კოლოდაროს კანონმდებლობის მიხედვით, კი "მწვანე" დაკრძალვის შემთხვევაში ცხედარი 24 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს ან შესაბამის მაცივარში უნდა შეინახოს.
პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ცხედრების იდენტიფიკაცია შესაძლოა ხანგრძლივი პროცესი იყოს.