ლავროვი რუსებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუს ტურისტებს დასასვენებლად ჩრდილოეთ კორეაში წასვლას ურჩევს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტმა ლავროვს ჰკითხა, გაუწევდა თუ არა რეკომენდაციას ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას რუსი ტურისტებისთვის, რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ  რუსებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევდა. 

შეგახსენებთ, რომ  ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში 18 ოქტომბერს ჩავიდა. სადაც ლავროვმა ჩრდილოეთ კორეას მადლობა გადაუხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მხარს უჭერენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი