ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ | "ოცნების" ცენზურის კანონი მიღებულია

გამოქვეყნდა:

სიტყვის თავისუფლებისა და მედიისთვის გამოცხადებული ახალი ომი. ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღას ამზადებს. მმართველი გუნდი დაჩქარებული წესით ცდილობს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებას, რომელიც კომინიკაციების მარეგულირებელ კომისიას ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალებების გასაკონტროლებლად დამატებითი ბერკეტებით უზრუნველყოფს.

კანონპროექტი, რომელიც სრულიად მედიასივრცეს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს, მმართველმა უმრავლესობამ 2 მოსმენით თაღლითურად იმ დროს დროს დაამტკიცა, როდესაც საზოგადოების ყურადღება სრულიად პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იყო კონცენტრირებული. ცვლილებებით კი ბექაურის უწყებას საშუალება ეძლევა, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი