ღაზას სექტორში ასობით ობიექტი ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე გახდა. მოკლულია ტერორისტთა არაერთი ლიდერი, მათ შორის „ჰამასის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ქვრივი ჯამილა ალ-შანტი, რომელიც დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს წევრი პირველი და ერთადერთი ქალი იყო.
ცოტა ხნის წინ კი ისრაელში ჩაფრინდა ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც ისრაელის არმიისთვის სამხედრო ტექნიკა ჩაიტანა. „ახლა თქვენ ხედავთ ღაზას შორიდან, მალე ნახავთ შიგნიდან, ბრძანება იქნება" - რამდენიმე საათის წინ ასე მიმართა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზას სექტორის საზღვართან ცაჰალის ჯარისკაცებს. ისრაელი სახმელეთო ოპერაციისთვის მზად არის, თუმცა უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.