
ამერიკის შეერთებული შტატები საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზრდილი დაძაბულობის, ტერორისტული თავდასხმების, დემონსტრაციების ან აშშ-ის მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე.
აშშ-ს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები:
- იყავით ფხიზლად ტურისტულ ადგილებში;
- დარეგისტრირდით სმარტ მოგზაურთა ჩარიცხვის პროგრამაში (STEP), რომ მიიღოთ ინფორმაცია და შეტყობინებები, ასევე გამარტივდეს თქვენი მდებარეობის დადგენა საგანგებო სიტუაციებში;
- გამოიწერეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდი Facebook-სა და Twitter-ზე, - წერია განცხადებაში.