სარაკეტო თავდასხმა იყო ბაღდადის აეროპორტთან, სამხედრო ბაზაზე სადაც აშშ-ის ძალები არიან

გამოქვეყნდა:

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად სარაკეტო თავდასხმა მოხდა. ამერიკის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის საათებში, ორი რაკეტით დარტყმა განხორციელდა ბაღდადის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრზე აეროპორტის მახლობლად.

ცენტრში განთავსებულნი არიან ამერიკელი სამხედროები, დიპლომატიური და სამოქალაქო პერსონალი.

ერთ-ერთი რაკეტა კონტრ-სარაკეტო სისტემამ გააჩერა, მეორე კი ცარიელ საცავს მოხვდა, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა. თავდასხმა პარასკევს, ბაღდადის დროით დაახლოებით 2:50 საათზე მოხდა.

ამ კვირაში ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა აშშ-ს ან კოალიციის ძალებზე თავდასხმები იყო: 

  • ოთხშაბათს, ორმა უპილოტო თვითმფრინავმა დაამიზნა ალ-ტანფის გარნიზონი სირიაში, სადაც აშშ-ისა და ISIS-ის საწინააღმდეგო კოალიციის ძალები არიან განლაგებული, განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალმა პეტ რაიდერმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ერთი დრონი განადგურდა, მეორემ დაარტყა ბაზას, რამაც მციერე დაზიანებები გამოიწვია. 
  • ოთხშაბათს დილით ადრეული გაფრთხილების სისტემებმა მიუთითეს შესაძლო საფრთხე ერაყში ალ-ასადის საჰაერო ბაზასთან, სადაც ამერიკელი პერსონალი იმყოფება. შეტევა არ მომხდარა, მაგრამ ამერიკელმა სამოქალაქო კონტრაქტორმა განიცადა გულის შეტევის ეპიზოდი და მალე გარდაიცვალა, თქვა რაიდერმა.
  • სამშაბათს, სამი დრონით შეტევა იყო. უპილოტო თვითმფრინავებიდან ორმა სამიზნედ ალ-ასადის ავიაბაზა ამოიღო, რის შედეგადაც კოალიციის ძალები მსუბუქად დაშავდნენ. ჩრდილოეთ ერაყში ბაშურის საჰაერო ბაზის მახლობლად, აშშ-ს ძალებმა გაანადგურეს დრონი, რის შედეგადაც ზიანი არ ყოფილა.
  • ხუთშაბათს გამანადგურებელმა USS Carney-მ გაანადგურა სამი ფრთოსანი რაკეტა და რამდენიმე დრონი, რომლებიც შესაძლოა ისრაელს უმიზნებდნენ. რაკეტები იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთის ძალებმა გაისროლეს, თქვა რაიდერმა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი