რუსეთმა დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსეთმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს შეუტია. ოკუპანტებმა დღეს დილით დაბომბეს ხერსონის ოლქის ქალაქი ბერისლავიც. 

წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული.

ამას გარდა, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში დაზიანდა 6 საცხოვრებელი კორპუსი და სკოლის შენობა. რუსულმა ძალებმა ამ ქალაქს 4 რაკეტა ესროლეს.

ხარკოვის ოლქში კი დაზიანდა 4 სახლი და 5 სავაჭრო ჯიხური. ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის რაიონში რუსული აგრესიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი