გაერთიანებული ოპოზიციის წინაშე კიდევ ერთი კითხვის ნიშანი დგას. ხელისუფლების ოპონენტმა მთვარმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ისნის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის საკითხზე. ინტრიგა მას შემდეგ გაჩნდა, რაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. სწორედ ვაშაძე იყო ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც ოპოზიცია უჭერდა მხარს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ისანში ერთმანეთის კონკურენტი 4 კანდიდატი იქნება, ჯერჯერობით ვითარება ასეთია. მათ შორის დასახელდა:
მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე წარადგინა კანდიდატად, მან მალევე დატოვა გაერთიანება და ის ახლა საარჩევნო კამპანიას ცალკე განაგრძობს და სწორედ, ამის შემდეგ გაჩნდა კითხვები - ხომ არ დაუყენებდა მას, რომელიმე ოპოზიციური პარტია თავის კანდიდატად და ასევე განცხადებები გაკეთდა, რომ შესაძლოა, "ნაციონალურ მოძრაობას" ახლაც დაეყენებინა კანდიდატი. თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და როდესაც შეთანხმების დარღვევაზე საუბრობენ ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება პირველ რიგში გამოვიდა რომ დაარღვია ვაშაძემ და მან უკვე საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანი წარადგინა მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატად. ასევე თაკო ჩარკვიანი ესწრებოდა იმ შეხვედრებს, რომელსაც საერთო ფორმატში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ატარებდნენ და იმ დროს შეჯერდნენ იმ კანდიდატებზე, რომლებიც იქნებოდნენ ოპოზიციის სახეები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში.
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე კონსულტაციების მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა შეიძლება ითქვას, უკვე დააკომპლექტეს თბილისის მასშტაბით რვავე მაჟორიტარული ოლქში კანდიდატები. ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ ოლქებში, სადაც დასახელებული არის ოპოზიციის საერთო კანდიდატები, ისინი ერთმანეთს ხმებს დაიცავენ.