რასაც შეიძლება ველოდოთ, არის აღვირახსნილი, უღირსი ქმედებები, ამ ფონზე ელოდეთ შესაბამის რეაგირებას | ლილუაშვილი MONA.GE–ზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" პროექტ MONA.GE-სთან დაკავშირებით ამბობს, რომ მათგან აღვირახსნილ და უღირს ქმედებებს ელოდება. მისივე თქმით, ამ ქმედებების ფონზე შესაბამის რეაგირებას უნდა ველოდოთ.

"თუ კი ამ ვებგვერდზე აიტვირთება საჯაროდ ის მონაცემები, რომლებიც ჩაითვლება კანონდარღვევად შესაბამისი მორეაგირე უწყებები ალბათ განახორციელებენ შესაბამის რეაგირებას. თუ პირადი მონაცემები ადამიანისა, რომლის გამჟღავნებასაც პერსონალურ მონაცემთა კანონით არის უზრუნველყოფილი და დადასტურებული. თუკი გამოქვეყნდა ისეთი მასალები, რომელთაც შემხებლობა აქვთ ამ პირების პირად უსაფრთხოებასთან, რა თქმა უნდა მოჰყვება რეაგირება. რასაც შეიძლება ველოდოთ მათგან, ეს არის აღვირახსნილი ქმედებები, ამ აღვირახსნილი ქმედებების და უღირსი ქმედებების ფონზე, ელოდეთ შესაბამის რეაგირებას კანონის ფარგლებში", - თქვა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინტერნეტ პორტალი MONA.GE შექმნა. პარტიები ამბობენ, რომ მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლის და რუსული წესებით ითამაშებენ. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი