
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა, სადაც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტს რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
უშუალოდ ქალაქში არსებული სიტუაცია კი პრეზიდენტს ქალაქის მერმა, ალექსანდრე სიენკოვიჩმა გააცნო.პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია დეოკუპირებულ დასახლებებში ზამთრის სეზონისთვის მზადების თაობაზე.