„ეს თქვენი მოსაზრებაა, რომელიც ჩემ შესახებ თქვით. ალბათ დრო რომ გავა, მერე გამოჩნდება კიდევ ბევრი რამ. ზოგადად, წინა სახალხო დამცველი გურული იყო, მე ვარ სვანი და ბუნებრივია, ტემპერამენტში განსხვავება იქნება - ეს ხუმრობით, მაგრამ დრო უკეთესად გამოაჩენს და შესაძლოა, თქვენი წუხილი შემდგომი ანგარიშების დროს დამთავრდეს“.
ასე უპასუხა ლევან იოსელიანმა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, როსტომ ჩხეიძის განცხადებას, რომელმაც იოსელიანი წინა სახალხო დამცველს შეადარა და თქვა, რომ ამ პოსტზე ის „გაუბედავად ირჯება“.