ხმაური და დაპირისპირება გარდაბანში. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ ქესალოს სკოლასთან აქციას მართავდნენ, რა დროსაც "ქართული ოცნების" მომხრეები მივარდნენ და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"ქართული ოცნების საკრებულოს წევრები, მათ შორის, ამ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატიც იმყოფებოდა. მოვიდნენ პროვოკაციით და შეეცადნენ, რომ თავი გაემართლებინათ, მაგრამ ეს ფაქტი რაც არსებობ, ამას ვერავინ გაექცევა. ისინი ასრულებენ სუსის დავალებებს" - ამბობს ენმ-ს გარდაბნის საკრებულოს წევრი აკიფ ისმაილოვი
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქესალოში არსებული სკოლის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას აპროტესტებდნენ.