ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვა ხელისუფლების მთავარი მიზანი ხდება. "ქართლი ოცნების" ლიდერები და სუს-ის უფროსი საერთო რიტორიკით ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის ეფ-ეს-ბე-ს აგენტად გამოცხადება უმნიშვნელო ისტორიაა. ''ეს აღარ არის საინტერესო" და "მსოფლიოში უამრავი სხვა გამოწვევაა" ამბობენ პაპუაშვილი და ლილუაშვილი და ფაქტია, რომ ამ განცხადებებით ღიად მიანიშნებენ საზოგადოებას, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში შეწყდება. მითუმეტეს, რომ სუს-ის უფროსი კვლავ მტკიცებულებებს მოითხოვს სანქციების ავტორისგან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან.