CNN: ჰამასმა 2 ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰამასმა" 2 ამერიკელი მძევალი - დედა - შვილი გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, მათი გათავისუფლება წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა. წყაროს ცნობით  ისინი „ჰუმანიტარული ნიშნით“ გაათავისუფლეს, რადგან დედა მძიმე მდგომარეობაშია.

„კატარის ძალისხმევის საპასუხოდ, ალ-კასამის ბრიგადებმა გაათავისუფლეს ორი ამერიკელი მოქალაქე (დედა და მისი ქალიშვილი) ჰუმანიტარული მიზეზების გამო, რათა ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ბაიდენის და მისი ფაშისტური ადმინისტრაციის პრეტენზიები მცდარი და უსაფუძვლოა. ", - ამბობს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის სპიკერი, აბუ ობაიდა.

მაღალჩინოსანი ისრაელიდან ამბობს, რომ გათავისუფლებული მძევლები  ჯუდიტ რაანანი და მისი ქალიშვილი, 18 წლის  ნატალი, წითელი ჯვრის ოფისში იმყოფებიან. დედა-შვილი ილინოისის შტატიდან არიან და ისრაელში ნათესავის დაბადების დღის აღსანიშნად ჩავიდნენ. ჰამასის თავდასხმის დროს, ისინი ღაზის საზღვრიდან დაახლოებით 1 მილის დაშორებით მდებარე კიბუცში იმყოფებოდნენ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი