3 ბინა, 3 ავტოფარეხი, 2 მიწის ნაკვეთი | საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის უფროსმა დეკლარაციაში 8 უძრავი ქონება არ ჩაწერა [TI]

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დირექტორი,  ნიკოლოზ მემანიშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს. TI-ს ცნობით,  2023 წელს შევსებულ  დეკლარაციაში მემანიშვილმა არ გაასაჯაროვა მის სახელზე არსებული 8 ერთეული უძრავი ქონება:

"ბინა თბილისში, ი. პეტრიწის ქუჩაზე - 53 კვ.მ
ავტოფარეხი თბილისში, პეტრიწის ქუჩაზე - 35.7 კვ.მ
ბინა თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე - 54.55 კვ.მ
ორი ავტოფარეხი თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩა - 15 კვ.მ და 15 კვ.მ
ბინა ბაკურიანში, თრიალეთის ქუჩაზე - 57.5 კვ.მ
მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, ახალშენის ქუჩაზე - 652 კვ.მ (თანასაკუთრება)
მიწის ნაკვეთი თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში - 4306 კვ.მ

ნიკოლოზ მემანიშვილი, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებული იყო ეს ინფორმაცია სრულად აესახა მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში." აცხადებს "გამჭვირვალობა"

ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, შეისწავლოს ნიკოლოზ მემანიშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი