ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწვეულ სპიკერად ვისაუბრე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ძალიან დიდია საქართველოს მიმართ ინტერესი | ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ევროპული მომავალი იყო განხილვის მთავარი თემა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სპიკერად იყო მიწვეული. ბოკუჩავა ამბობს, რომ  საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია, თუმცა პარტნიორები წუხან, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე დასავლეთში ინტეგრაციისკენ მიმართული.

"დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწვეულ სპიკერად ვისაუბრე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ძალიან დიდია საქართველოს მიმართ ინტერესი, განსაკუთრებით რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს კანდიდატის სტატუსი და იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა უფრო პრორუსია, არის ძალიან დიდი წუხილი, მაგრამ ასევე ვხედავთ რამხელა ინტერესი და ძალისხმევა იდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ქართველი ხალხის სურვილი - გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას დებენ ამაში",- ამბობს ბოკუჩავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი