ჩვენს მიწას არ დავტოვებთ, – განაცხადა პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე.
"ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები" – თქვა აბასმა
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან, თუმცა სამიტში მონაწილეობას არ იღებენ აშშ-ის, ისრაელის, "ჰამასისა" და ირანის წარმომადგენლები.