
მესმის, რომ იღებთ რუსულ ფულს და მესმის, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, მაგრამ თქვენ მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ იმიტომ, რომ ჩვენ დავასრულებთ ამ საქმეს. გავიმარჯვებთ. ამის შემდეგ, მერწმუნეთ, რუსეთი პასუხს აგებს - ამ სიტყვებით მიმართა ისრაელის პარტია "ლიკუდის" წევრმა ამირ ვეიტმანმა რუს პროპაგანდისტებს. დეპუტატი Russia Today-ს პირდაპირ ეთერში ჩაერთო და კრემლი ტერორისტების მხარდაჭერაში ამხილა:
"ამის შემდეგ, მერწმუნეთ, რუსეთი პასუხს აგებს. რუსეთი მხარს უჭერს ისრაელის მტრებს, ნაცისტებს, რომლებსაც სურთ მოგვიწყონ გენოციდი. კარგად მომისმინეთ, ჩვენ დავასრულებთ ნაცისტებს. გავიმარჯვებთ ამ ომში და არ დავივიწყებთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და თქვენ პასუხი აგოთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, როგორც სახელმწიფომ, როგორც ისრაელის მტრებმა და როგორც ხალხმა, რომელიც მხარს უჭრეს ებრაელების გენოციდს. ჩვენ არ დავივიწყებთ" მიმართა კრემლის პროპაგანდისტებს ვეიტმანმა.