ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთ კვირაში მეექვსედ, ევაკუაცია გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევაკუაცია უკვე მეექვსედ გამოცხადდა.
ინფორმაციას სასახლის ადმინისტრაცია X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორების ევაკუაცია ამჯერადაც ბომბის საფრთხის გამო გამოცხადდა. 

 "უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლეში ვიზიტორების ევაკუაცია მიმდინარეობს, სასახლე გაიხსნება, როგორც კი შემოწმების პროცესი დასრულდება. მადლობას გიხდით გაგებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი