ბჟანია ქართული მხარის თანხმობას ელოდება| ე.წ. პრეზიდენტი სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების შესაძლებლობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

მარიონეტული რეჟიმის მორიგი პროვოკაცია - ასლან ბჟანიამ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა და თქვა,რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში შექმნილი ვითარება ახალი სარკინიგზო დერეფნის ამოქმედების საჭიროებას ქმნის.  

"ალტერნატივის სახით შესაძლებელია ტრანზიტი დაღესტნის გავლით, მაგრამ ასევე შესაძლებელია ამ საკითხში აფხაზეთის ინტეგრირებაც, თუ ჩვენ გამოვიჩენთ მზადყოფნას, თუ მზადყოფნას გამოავლენს ქართული მხარე. ეს ყველაფერი შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. ცოტა ხნის წინ ჩამოსული იყო „რუსეთის რკინიგზის“ სპეციალისტების წარმომადგენლობითი დელეგაცია. დაათვალიერეს აფხაზეთის რკინიგზის აღმოსავლეთი ნაწილი. ახლა მიმდინარეობს გაანგარიშება, რა შეიძლება დაჯდეს ამ მონაკვეთის აღდგენა. იმისათვის, რომ ტრანზიტი განხორციელდეს აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, საჭიროა ამ საკითხების დარეგულირება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ვამზადებთ შესაბამის წინადადებას, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა" აცხადებს ბჟანია.

ე.წ პრეზიდენტი ახლა ქართული მხარის პასუხის მოლოდინშია. ოფიციალური თბილისი ამ განცხადების პასუხად არაფერს ამბობს, თუმცა პოზიცია  დაფიქსირებული აქვთ,რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი