
ქართული ოცნების საგანგებო შეკრება წინანდალში - მმართველი გუნდი გასვლით შეხვედრას მართავს, სადაც დახურულ კარს მიღმა შიდა პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს.
ეს პირველი ერთობლივი შეკრებაა მას შემდეგ, რაც ოლიგარქის გუნდმა პრეზიდენტი ვერ გადააყენა. იმპიჩმენტის კრახით დასრულების შემდეგ კი უმრავლესობის დეპუტატები ახალ მუქარას აჟღერებენ. თუ ზურაბიშვილი ევროპაში სიარულს არ შეწყვეტს, შესაძლოა მისით პროკურატურა დაინტერესდეს.