
უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ომის დანაშაულების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ქვეყნების უმეტესობამ რუსეთი ტერორისტულ და ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად აღიარა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაც მიიღო, რომელშიც ჩაწერა, რომ რუსეთი ,,ტერორისტული რეჟიმია”, გაეროს უშიშროების საბჭოში მის წევრობას კი ,,უკანონო” უწოდეს. ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დასკვნითი დეკლარაცია, სადაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დაასახელა. ეს პათოსი გაიზიარეს ერთმანეთის მიყოლებით, ევროპულმა ქვეყნებმა და მათ პარლამენტებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. კრემლის რეჟიმს ტერორიზმის დამფინანსებლად აცხადებს ევროპარლამენტიც.
საქართველოს ხელისუფლებაში კი ძნელად თუ მოიძებნა ადამიანი, რომელიც ღიად იტყვის, რომ რუსეთი მტერი და ტერორიზმის დამფინანსებელია.
ავტორი: ნინო ბალანჩივაძე