დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 68 საბრძოლო შეტაკება მოხდა |უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 68 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათგან დაახლოებით ნახევარი - ავდიევკისა და მარინკას მიმართულებებზე. გენშტაბის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში ოპერატიული ვითარება კვლავ მძიმეა.

"მტერმა ავიაციით წარუმატებელი შეტევები განახორციელა დონეცკის ოლქის ავდიევკას, კერამიკის, სტეპოვეს, ტონენკეს, პერვომაისკის დასახლებებში.  ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 15-მდე შეტევა. მტერმა შეუტია დონეცკის ოლქის მარინკას, კრასნოხორივკასა და პობედას რაიონებს უშედეგოდ. აქ თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 20-ზე მეტი თავდასხმა....ასევე, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის ყველა თავდასხმა დონეცკის ოლქის ვასიუკივკასა და ანდრიივკას რაიონებში. " აცხადებს გენშტაბი.

როგორც გენერალური შტაბი აღნიშნავს, ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა დაბახმუტის მიმართულებებზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი