ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებს - ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შემოვიდეს - ამბობს ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერი ღაზი ჰამადი BBC-სთან.
მისი თქმით, მჭიდრო კონტაქტი აქვთ კატართან და სწორედ მათი ითამაშეს დიდი როლი, 2 ამერიკელი მძევლის გათავისუფლებაში.
"მძევლებს პატივისცემით და ღირსებით ვეპყრობით და არანაირ ზიანს არ ვაყენებთ მათ" - ამტკიცებს ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი და იმუქრება, რომ სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, ღაზა ჯოჯოხეთად იქცევა:
"ღაზა იქცევა სრულ ჯოჯოხეთად, სასაფლაოდ ისრაელისთვის. არ ვიცი, რა ბედი ეწევა მძევლებს, რადგან სიტუაცია უფრო გართულდება. მე არ შემიძლია ამ ადამიანების უსაფრთხოების გარანტიაზე საუბარი“ - ამბობს ღაზი ჰამადი.