იტალიის პრემიერმინისტრი ისრაელშია. ჯორჯია მელონი პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში ხვდება.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი გაფართოებულ მოლაპარაკებებამდე, პირისპირ შეხვედრას მართავენ.
იქამდე კი მელონი ეგვიპტეში გამართულ სამიტს ესწრებოდა, სადაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობაზე იყო საუბარი. კაიროში გამართულ სამიტს 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, თუმცა სამიტში მონაწილეობა არ მიუღია აშშ-სა და ისრაელს, ასევე "ჰამასისა" და ირანის წარმომადგენლებს.