
მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო სამიტი კაიროში ისრაელ-ჰამასის ომზე ერთობლივი განცხადების გარეშე დასრულდა, რადგან არაბული და დასავლეთის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ჰამასის დაგმობაზე.
დასავლელმა დელეგატებმა მოითხოვეს "მკაფიო დაგმობა, რომელიც ჰამასს პასუხისმგებლობას აკისრებდა ესკალაციაზე", რაზეც არაბული ქვეყნების ლიდერებმა უარი თქვეს.
ამის ნაცვლად, ეგვიპტელმა მასპინძლებმა არაბი დელეგატების თანხმობით შედგენილი განცხადება გაავრცელეს, სადაც მსოფლიო ლიდერებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ცდილობენ "კონფლიქტის მართვას და არა მის დასრულებას".
შეგახსენებთ, კაიროში სამშვიდობო სამიტის გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დეესკალაციას.
ეგვიპტემ სამიტზე საერთაშორისო თანამეგობრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "საკმარისი არ გააკეთეს კონფლიქტის ძირითადი მიზეზების მოსაგვარებლად".
სამიტს 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, თუმცა სამიტში მონაწილეობა არ მიუღია აშშ-სა და ისრაელს, ასევე "ჰამასისა" და ირანის წარმომადგენლებს.