არიან დაღუპულები და დაშავებულები | ხარკოვში რუსებმა სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

ხარკოვზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ოკუპანტებმა სამოქალაქო ობიქტი დაბომბეს.

"ხარკოვის რეგიონი. რუსული რაკეტა ნოვაია პოშტას ტერმინალს დაეჯახა. ჩვეულებრივი სამოქალაქო ობიექტი. სამწუხაროდ არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს! ამ დროისთვის ცნობილია 13 მსხვერპლი. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

აუცილებელია ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვუპასუხოთ რუსულ ტერორს ფრონტის ხაზზე ჩვენი შედეგებით. საჭიროა კიდევ უფრო განმტკიცდეს მსოფლიოს ერთიანობა ტერორთან ბრძოლაში. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. რუსეთი ტერორით და მკვლელობით ვერაფერს მიაღწევს. ყველა ტერორისტის დასასრული ერთია: პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მათ გააკეთეს" წერს ზელენსკი.

უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისათვის ცნობილია სულ მცირე 14 დაშავებულისა და ექვსი დაღუპული შესახებ.

ოკუპანტებმა  S-300 რაკეტებით ხარკოვი ცოტა ხნის წინ დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი