ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი, ჯონათან კონრიკუსი დილის განახლებაში ყურადღებას ამახვილებს დაძაბულობაზე ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის, რომელიც ლიბანშია დაფუძნებული.
"ჯერჯერობით ჩვენი პასუხი იყო გაზომილი, ტაქტიკური და შემოიფარგლება საზღვართან (ლიბანთან) მახლობლად მდებარე ტერიტორიებით", - განმარტა მან.
სპიკერი ამბობს, რომ ისრაელი "მხოლოდ თავს იცავდა" და გადაიდგა "პრევენციული ნაბიჯები".
"ჰეზბოლა ძალიან, ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს. ისინი ამძაფრებენ სიტუაციას, ჩვენ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ვხედავთ", - თქვა მან.
კონრიკუსის თქმით, ჩრდილოეთ ისრაელში ლიბანის საზღვართან ყველაზე ახლოს მყოფი მოსახლეობა ევაკუირებულია.