აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის და ჯარებს საგანგებო სიტუაციებისთვის ამზადებს.
"ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დისკუსიების შემდეგ, პოზიციის გასაძლიერებლად დამატებითი ნაბიჯების გადადგმის განკარგულება გავეცი, რაც ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა
როგორც ოსტინმა აღნიშნა, პენტაგონმა უკვე განათავსა დაახლოებით 2 000 სამხედრო მოსამსახურე, იმ შემთხვევაში, თუ მათ რეგიონში განლაგება დასჭირდებოდათ.