
ქუთაისის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობა 400 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო მანათობლებს ყიდულობს. მერიამ ტენდერი ქალაქის გაფორმებისათვის კონსტრუქციების შესყიდვაზე უკვე გამოაცხადა.
600-მდე ახალი დეკორაციის შეძენა და გადაცემა, გამარჯვებულმა კომპანიამ 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
მოსახლეობა ამბობს, რომ საახალწლო დეკორაციები კარგია, თუმცა მათ მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, ასევე, ემიგრაცია აწუხებთ.