შაქარაშვილის საქმეზე დღეს არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს, 21 აგვისტოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში 6 არასრულწლოვნის მორიგი სასამართლო გაიმართება. პროცესზე  პროკურატურა საკუთარ მოწმეებს გამოკითხავს, ჯერ უცნობაი ვინ იქნებიან ეს მოწმეები და რამდენ მოწმეზეა საუბარი. დღესვე დიწყება მტკიცებულებების გამოკივლევა.

პროკურორმა უნდა წარმოადგინოს მოწმეები თავისი შეხედულებით იმ ბრალის დასადასტურებლად, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს წარდგენილი. ჩვენ წინასწარ არ ვიცით მოწმეები. ვიმედოვენბთ, რომ წარმოდგენილი მოწმეები მისცემენ ობიექტურ ჩვენებას, რამეთუ დღეს არის გადამწყვეტი ჩვენება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბრალდებულისათვის, - თქვა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქემზე დაკავებული 6 განსასჯელიდან ორს ბრალი დაუმძიმდა და მათ განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან, თუმცა დღეს პროცესზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებაზე იმსჯელებენ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

სამი არასრულწლოვანი ამ დრომდე შიმშილობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ჯამში საქმეზე დაკავებული 17 პირია, რომელებიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან

ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი