"ჯორჯიან ეარვეისი" თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს აჩერებს, მაგრამ წამოსვლის მსურველებს აქვთ ალტერნატივები | ჟვანია

გამოქვეყნდა:

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, "ჯორჯიან ეარვეისი" 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ-ავივის მიმართულებით, თუმცა საქართველოში წამოსვლის მსურველებს შეეძლებათ ისარგებლონ 3 ავიაკომპანიის რეისებით.

"ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენ მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საელჩოში და რომელთა ნომრებიც გვაქვს. ყველასთან განხორციელდა გუშინ სატელეფონო ზარი, და პრაქტიკულად ყველა მათგანი არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. გავრცელდა ასევე არასწორი ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, არ შეესაბამება ეს სიმართლეს, ერთადერთი, რა სიახლეც გვაქვს არის ის, რომ კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" შეწყვეტს ხვალიდან პირდაპირი რეისების განხორციელებას, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას გადააქვს რეისები ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს, ხოლო თელ-ავივი-ლარნაკის მიმართულებით რეისები ხორციელდება, გარდა ამისა, ყოველდღიურად კომპანია "ელალი", "ისრეარი" და "აირკი" ახორციელებენ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს, ასე რომ ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ეს ალტერნატივები", - თქვა ჟვანიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს შემდეგ ნომრებზე:

  • +972526919092; 
  • +972 52-8888513
  • +972 54-7386813
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი