პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრიდან დღემდე ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა, დაჭრილია 14 245-ზე მეტი.
სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 266 ადამიანი, მათ შორის 117 ბავშვი. სამინისტრომ მიიღო 1 450 ზარი დაკარგული ადამიანების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ მოხვდნენ, მათგან 800 ბავშვია.
ისრაელის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1 400-ზე მეტი ადამიანი.