ვერსალის სასახლეში კვლავ ევაკუაცია გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ბოლო რვა დღეში მეშვიდედ, ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა, - ინფორმაციას სასახლის ადმინისტრაცია Twitter-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორების ევაკუაცია ამჯერადაც ბომბის საფრთხის გამო გამოცხადდა.  

"უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ახორციელებს ვიზიტორების ევაკუაციას და გაიხსნება როგორც კი შემოწმებები დასრულდება. გმადლობთ გაგებისთვის", - წერს ადმინისტრაცია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი