მთავრობას სურს, არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე - კაპანაძე

გამოქვეყნდა:

"ევროპულ საქართველოში'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობენ. სერგი კაპანაძე ამბობს რომ "ოცნების" ხელისუფლებას ეს არ აწყობს და კორონავირუსის პანდემიას ამოფარებული, სხვადასხვა მიზეზებით ცდილობს ხელი შეუშალოს უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლას. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკვე აამოქმედა ამომრჩევლის მოსყიდვის სხვადასხვა საშუალებები და არ სურს ეს ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დააფიქსირონ.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე. ისინი იმალებიან ე.წ. კორონაკრიზისის პანდემიის უკან და იმედი აქვთ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა იქნება მცირე" ამბობს კაპანაძე

"ევროპული საქართველო'' ხელისუფლებას მოუწოდებს დამკვირვებლებს გაუმარტივოს ქვეყანაში შემოსვლა, რათა ისინი არ მოხვდნენ კარანტინში და იმავდროულად დაიცვან მათი ჯანმრთელობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი