"ოცნების" ცენზურის კანონი | ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

საქართველოს უახლოეს ისტორიაში რუსული კანონის მიღების მცდელობა ქვეყანაში რეპრესიული და არადემოკრატიული მმართველობის რეჟიმის დამყარების პირდაპირი, ყველაზე უხეში და თავხედური მცდელობა იყო. საზოგადოების სამართლიანი გაბრაზების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" მართალია უკან დაიხია, თუმცა ეს მხოლოდ ტაქტიკური სვლა იყო. რუსული საქმის კეთება ახლა განსხვავებულ რეჟიმში გრძელდება. ყველა იმ კანონსა თუ რეგულაციას, რომელიც დემოკრატიულ გარემოს აუარესებს, ივანიშვილის პარტია დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს და თანაც ამას მინიმალური ხმაურით აკეთებს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკითხში გარკვევა და რეაგირება ვერ მოასწროს.

ამისი მაგალითია მედიის შემზღუდავი ახალი ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც თეორიულად საშულებას აძლევს ხელისუფლებას, რომ ტელეთერებში გასული ნებისმიერი მასალა კანონდამრღვევად შერაცხოს და შესაბამისი მედიასაშუალება დააჯარიმოს. მიზანი კი "ქართულ ოცნებას" ამ შემთხვევაშიც იგივე აქვს, რაც მაგალითად რუსული კანონის შემთხვევაში იყო - საზოგადოების ყველაზე ხმამაღალი და კრიტიკული ნაწილის გაჩუმება და დაშინება. ნიშანდობლივია, რომ ერთ დღეში სამივე საპარლამენტო მოსმენაზე გატანილი და კანონად ქცეული ცვლილებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი